LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი ჯადოსნური ადგილია“ – 10 მარტს უნგრელი მუსიკოსები კონცერტს გამართავენ

1500
რეკვიემი

10 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი უნიკალური ჟღერადობის მქონე უნგრულ გუნდს უმასპინძლებს!

კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შედგება.

წმინდა ეფრემის სახელობის მამაკაცთა გუნდი კონცერტებს მართავს ევროპის ქვეყნებში, ბრიტანეთში, სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთსა და აფრიკაში.

გუნდი უთანამშრომლია ისეთ ცნობილ სოლისტებსა და ჯგუფებთან, როგორიცაა Abeer Nehme, Victor Solomon, The King’s Singers.

2002 წლიდან გამოუშვებული აქვთ 17 ალბომი. მათი რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა ჟანრს – ბიზანტიური საგალობლებიდან მოყოლებული, კლასიკური მუსიკისა და პოპ-მუსიკის მარგალიტებად წოდებული ნაწარმოებებით დამთავრებული.

პროექტის წარმდგენია ფონდი „იავნანა“.

10 მარტს! არ გამოტოვოთ მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი უნიკალური ჟღერადობის მქონე უნგრული გუნდის კონცერტი! წმინდა ეფრემის სახელობის მამაკაცთა გუნდი კონცერტებს მართავს ევროპის ქვეყნებში, ბრიტანეთში, სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთსა და აფრიკაში. ისინი თანამშრომლობდნენ ისეთ ცნობილ სოლისტებთან და ჯგუფებთან, როგორიცაა Abeer Nehme, Victor Solomon, The King's Singers. 2002 წლიდან გამოუშვებული აქვთ 17 ალბომი. მათი რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა ჟანრს – ბიზანტიური საგალობლებიდან მოყოლებული კლასიკური მუსიკისა და პოპ-მუსიკის მარგალიტებად წოდებული ნაწარმოებებით დამთავრებული. ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: https://biletebi.ge/concept-art/gza-mshvidobisken-road-to-peace

Posted by Iavnana on Wednesday, February 7, 2024

ანდრეს სენტპეტერი, წმინდა ეფრემის სახელობის  მამაკაცთა გუნდის პროდიუსერი:

„საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, ჯადოსნური ადგილია.  შესანიშნავი, გულწრფელი  და ამაყი ევროპელი ხალხით, რომლებიც ყოველთვის სიმართლის მხარეს დგანან. ჩვენი პროექტი სახელწოდებით „გზა მშვიდობისაკენ” პატივს მიაგებს უკრაინის ომის მშვიდობიანი მსხვერპლთა ხსოვნას და უკრაინულ კულტურას.

სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე უნგრეთის წმინდა ეფრემის სახელობის მამაკაცთა გუნდი მნიშვნელოვანი გზავნილით წარდგება, რომელიც სავსეა ოპტიმიზმით და მომავლის იმედით. რეპერტუარშია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, როგორც კლასიკური და თანამედროვე მუსიკა, ასევე ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები. ‘

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები