„ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი მეწარმეებისთვის შევძლებდით ნახევარი მილიონის დაბრუნებას,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ 2018 წლის პროექტების შეფასებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მეწარმეები თანხას 31 დეკემბრამდე დაიბრუნებენ და ამ რეფორმის შედეგად, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„საქართველო უნდა იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი. ვამუშავებთ საგადასახადო კოდექსს, რომელიც 2020 წლიდან შევა ძალაში,“ – დასძინა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან.
„დღეს უმნიშვნელივანეს დოკუმენტს ეწერება ხელი პარიზში. თბილისი იქნება პარიზის მერე, მეორე ადგილი, სადაც იფუნქციონირებს კომერციული არბიტრაჟი,“ – განაცხადა პრემიერმა.