“თბილისი გვენგრევა თავზე” – ვაშლიჯვრის მოსახლეობა აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ დაწყებული მეწყრული პროცესების გამო სახიფათო მშენებლობების შეჩერება და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნაა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაც იქნება ჩართული.
ადგილობრივები ითხოვენ, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გააცნოს გეგმა, თუ როგორ აპირებენ არსებული კრიზისის დაძლევას.