„თბილისი გალერეაში“ ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც „ფორტუნას“ „თბილისი გალერეაში“ განუცხადეს, ცეცხლი ერთ -ერთი ობიექტის სადენებს გაუჩნდა . რის შემდეგაც ევაკუაცია გამოცხადდა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „თბილისი გალერეა“ დაკეტილია და მუშაობა ჯერჯერობით არ განახლებულა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ფორტუნას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარის შედეგად მათი უწყების ჩართულობა არ გახდა საჭირო.