LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი გალერეაში” ევაკუაცია გამოცხადდა

361
33

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ “თბილისი გალერიაში” ევაკუაცია გამოცხადდა და დაცვის წევრებმა თანამშრომლებს მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და დაცვის თანამშრომლები ცდილობენ გაარკვიონ რა მოხდა. “გალერიაში” მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი მაკარაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უცებ ჩაირთო სიგნალიზაცია და დაცვის წევრებმა ტერიტორია ყველას დაატოვებინეს.

“ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, დამწვრის სუნი იგრძნობა აშკარად და მძაფრად და სავარაუდოდ რაღაცას უკიდია ცეცხლი. უცებ ჩაირთო სიგნალიზაცია და დაცვამ სასწრაფოდ დაგვატოვებინა ტერიტორია. სავარაუდოდ რაღაც სერიოზული ხდება, რადგან ადრეც მომხდარა ასეთი შემთხვევა, მაგრამ დაცვას ასეთი რეაქცია არ ჰქონია”, – განაცხადა გიორგი მაკარაშვილმა.

“ფორტუნამ” ინფორმაციის გადამოწმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სცადა, სადაც განგვიცხადეს, რომ მათთან არანაირი შეტყობინება არ შესულა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები