Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თბილისი ევროპის ყველაზე ცოცხალი დედაქალაქი: Times – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ევროპის ყველაზე ცოცხალი დედაქალაქი: Times

132
Capture

„ადგილობრივი ღვინო, საბაგირო და ღამის ცხოვრება- თბილისი ევროპის მეორე ბერლინი ხდება“, – გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Times საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს, გამოცემის ჟურნალისტმა კრის შალკმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და Times-ის მკითხველს დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„საბჭოთა ეპოქის საწყობებსა და საუკუნის წინ აშენებულ სახლებში თანამედროვე ბუტიკური სასტუმროები და ბარებია მოწყობილი, სადაც ნატურალურ ღვინოს დალევთ. თბილისს უკვე აქვს მეორე ბერლინის რეპუტაცია, ქალაქი ცნობილია ღამის კლუბებითა და ბარებით, მაგრამ თბილისი უფრო მეტია ვიდრე ჰიპსტერული სტილი. აბრეშუმის გზაზე მდებარე ქალაქი მონღოლი ხანების, სპარსელი შაჰებისა და რუსი მმართველების ხელიდან ხელში გადადიოდა. თითოეულმა მათგანმა თავისი კვალი დაამჩნია ქალაქის კალეიდოსკოპურ არქიტექტურასა და კულტურულ ისტორიას. აქ შეხვდებით შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებს, საბჭოთა ნაგებობებს, გზისპირა სასტუმროებს. აქაური ურბანული ცხოვრების შესწავლის შემდეგ გელოდებათ საქართველოს თოვლით დაფარული მთები, დროში გაჩერებული სოფლები და ეს ყველაფერი მატარებლით ან მანქანით ძალიან ახლო მანძილზეა“,-წერს Times-ის ჟურნალისტი.

სტატიაში აღწერილია ძველი თბილისი, ეკლესიები, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, ღვინის ბარები, მშრალი ხიდის ბაზრობა, კვების ობიექტები და სასტუმროები. კრის შალკი მკითხველს თბილისის ცენტრში ფეხით მოგზაურობას ურჩევს, სხვადასხვა უბნებში კი მეტროსა და ავტობუსის გამოყენებას სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები