კომპანია “თბილისი ენერჯი” დიღმის მასივში დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა.
კომპანიის წინასწარი ინფორმაციით, საქმე დაუდევრობასთან გვაქვს.
„დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან, ან გადაადგილებასთან.
ვრცელი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება. გაფრთხილდით , გაზის დანადგარების გადაადგილების და რემონტის დროს ძალიან ხშირია გაზის რეზინის მილის დაზიანების შემთხვევები“. – აღნიშნულია თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.