LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი CNN-ზე მოხვდა – რა აკავშირებს ჩვენს დედაქალაქს ჰააგასთან, ანტვერპენთან და ტურინთან

287
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-190719154645-beautiful-european-cities-with-no-tourists---tbilisi---pixabay

საქართველოს დედაქალაქზე CNN Travel წერს. „20 ლამაზი ევროპული ქალაქი შედარებით ცოტა ტურისტით“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი გამოცემა და მოგზაურებს ჩამოთვლილი ქალაქების მონახულებას ურჩევს.

აღსანიშნავია, რომ თბილისთან ერთად სიაში არიან, ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა: იტალიური ტურინი, ჰოლანდიური ჰააგა და ბელგიური ანტვერპენი… გარდა ამისა, 20-ეულში არიან: მინსკი, აბერდინი, ვროცლავი, ბერნი, ანკარა, მალმო და სხვა.

CNN Travel თბილისის აღწერაში წერს, რომ ეს არის საქართველოს დედაქალაქი, რომელიც აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარეობს. ქალაქის სახელი თბილისის შუაგულში არსებულ გოგირდის ცხელ წყაროებს უკავშირდება.

თბილისის აღწერაში საუბარია ასევე საქართველოს დედაქალაქის მრავალეთნიკურ ისტორიაზე, აუცილებლად სანახავ ადგილებზე – რომელთა შორისაც გამოცემამ მე-13 საუკუნით დათარიღებული მეტეხის ეკლესია და ასევე ნარიყალას ციხე-სიმაგრე გამოყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები