შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. შვიდი წლის შემდეგ, პირველად, ევროტურნირზე ქართველ გოგონათა კლუბი ითამაშებს. საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპზე ქვეყნის ჩემპიონი “მართვე” წარადგენს. შესარჩევი ეტაპის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. ქუთაისის “მართვე” საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ჯგუფში ლიტვის “გინტრას”, თურქეთის “ქონაკ ბელედიესპორი” და სლოვაკეთის “პარტიზანს” დაუპირისპირდება.
მატჩები 22-28 აგვისტოს თბილისში გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ათ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამარჯვებული კლუბები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებენ.