სასტუმრო ”თბილისი ცენტრალი” საკუთარ ვიზიტორებს 10%-დან 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს მენეჯმენტიდან აცნობეს, ფასდაკლებები ვრცელდება პარტნიორ კომპანიებთან კვების ობიექტებსა და მედიცინის ცენტრებში.
”გარდა ამისა, დავნერგეთ სიახლე -ე.წ დღის შეთავაზება. ანუ ყოველ დღე, ან ნომერზე, ან ტრანსფერზე, ან ლანჩ-მენიუზე იქნება დაბალი ფასები”, – აღნიშნეს ”თბილისი ცენტრალში”.
მათივე ინფორმაციით, სასტუმრო დამატებით სერვისად სტუმრებს სთავაზობს ტრანსფერსა და ტურებს საქართველოს გარშემო.
სასტუმრო „თბილისი ცენტრალი“ მდებარეობს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ V და VI სართულებზე. სასტუმრო მოიცავს 58 ნომერს – ორადგილიან, სამადგილიან , ოთხადგილიან და საოჯახო ოთახებს. ნომრების ღირებულება იწყება 95 ლარიდან, ფასში შედის საუზმეც.