ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, მეოთხე ჩარტერული რეისი თბილისი–ბერლინის მიმართულებით, 23 სექტემბრის ნაცვლად, 27 სექტემბერს განხორციელდება, მათთვის, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად, ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში. აღნიშნული რეისით მგზავრები ისარგებლებენ ასევე ბერლინი-თბილისის მიმართულებაზეც.
თუ სწავლობ გერმანიაში დარეგისტრირდი აქ: https://youthagency2019.typeform.com/to/pVpCha5A
თუ ხარ სტუდენტი და გაქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში, დარეგისტრირდი აქ: https://youthagency2019.typeform.com/to/CpyZUHdJ
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 სექტემბრის 00:00 საათი. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ყურადღება მიექცევა რიგითობას.
ცნობისთვის, თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებულ რეისს Georgian Airways შეასრულებს. ბილეთის ფასი კი 199 ევროა.