LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება პირველი იანვრიდან დაიწყება – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

63
თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს.

ყაზინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მოხდება.

„ბაქოს პორტის გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება, ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის მილსადენებით. ასევე არის სარკინიგზო ხაზი ატირაუდან ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით და არის ჩინეთის მიმართულებაც. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდისთვის ამ მიმართულებებით.

რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, ჩვენ შევთანხმდით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე, რაც დაიწყება 2023 წლის პირველი იანვრიდან“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ მოგვიანებით, ამ ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა 6,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კომპანია „ტენგიზშევროილმა“ გააორმაგა ნავთობმზიდი ავზების რაოდენობა და დაიწყო სარკინიგზო გადაზიდვა ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები