LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი არის დედაქალაქი კურორტი, ეს ქართველებისთვის დიდი საჩუქარია“ – რა პოტენციალი აქვს სამკურნალო ტურიზმს საქართველოში

78
balneologiuri-kurorti-tbilisi

„თბილისი არის დედაქალაქი კურორტი, ეს ქართველებისთვის დიდი საჩუქარია, ასევე ტურიზმისთვის მთავარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს“, – ამის შესახებ გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ბალნეოლოგიური კურორტის ექიმ-რევმატოლოგმა და პროფესორმა თამარ ჩინილგარიშვილმა ისაუბრა.

მან საქართველოში საკურორტო ტურიზმის პოტენციალი მიმოიხილა.

„დედაქალაქის გარდა, აღსანიშნავია ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარე სხვადასხვა საკურორტო ზონებიც, ამ პატარა ტერიტორიაზე მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა წყალი გვაქვს, სამწუხაროა, რომ საკურორტო დარგის მიმართ საქართველოში ცნობადობა დაბალია, რეალურად კი ტურიზმის დარგში სამკურნალო ტურიზმი ყველაზე მომგებიანია, ამას მოწმობს ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული ცდაც, რომლის მიხედვითაც, სამკურნალო ტურიზმში 1 დოლარ ინვესტიციაზე მულტიპლიკაციური ეფექტი 39 ცენტით მაღალია, ვიდრე სხვა მიმართულებებში“, – განმარტავს თამარ ჩილინგარიშვილი.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონკრეტული დარგი ქვეყანაში შესაბამისად განვითარდეს და არსებული პოტენციალი საქართველომ სრულიად აითვისოს.

თამარ ჩილინგარიშვილის ინფორმაციითვე, საქართველოში 2 400-მდე მინერალური წყალია, აქედან 50%-მდე სასმელი მინერალური წყალია, დანარჩენი კი – სააბაზანო მინერალური წყალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები