LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი 2016-სა და მაქრო ქონსთრაქშენს შორის მემორანდუმი გაფორმდა

43

ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგანიზატორსა და კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენს“ შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„მაქრო ქონსთრაქშენი“ „თბილისი 2016“-ის პირველი პლატინის სპონსორი გახდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – ალექსი ახვლედიანმა და კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენ“-ის დირექტორმა მურათ ავჯიმ.

”თბილისი 2016“ არის მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რაც უნდა ჩატარდეს საქართველოში. ეს არის ასევე ისტორიული ღონისძიება იმიტომ, რომ პირველად ტარდება ევროპის მასშტაბით – პირველი ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსგავსი ურთიერთთანამშორმლობა კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს როგორც ქართულ სპორტს, ისევე ქართულ ბიზნესს“ – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია 2016 წლის მძლეოსნობის ჩემპიონატის სპონსორობა. ჩვენ ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს ძალიან დიდ წარმატებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ოლიმპიური კომპლექსის გვერდზე ვიწყებთ ახალ პროექტს „ახალ თბილისში“ და ეს იქნება სინტერესო, ახალი სტილი, ახალი გარემო, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის“, – განაცხადა კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ დირექტორმა მურათ ავჯიმ.
2016 წლის ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატს თბილისი 14-დან 17 ივლისამდე უმასპინძლებს. საქართველოს 1200-მდე სპორტსმენი და 400-მდე ოფიციალური პირი ეწვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები