Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
TBC თუ საქართველო? – რომელი ბანკი იზრუნებს მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემაზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TBC თუ საქართველო? – რომელი ბანკი იზრუნებს მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემაზე

175

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულები გამოავლინა.

დედაქალაქის მთავრობა უახლოეს სხდომაზე აუქციონის თარიღს გამოაცხადებს, სადაც მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები – „თი ბი სი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ მიიღებენ მონაწილეობას.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის დანერგვა. ასევე, უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვის, ბილეთის შეძენის ფუნქციებით. ამავდროულად, ბილეთის ნაღდი ფულით ყიდვა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, შპს „სატრანსპორტო კომპანია“ მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას უზრუნველყოფს.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს ხანში თბილისელებს მგზავრობის საფასურის  გადახდისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის  თანამედროვე და სრულყოფილი სისტემები ექნებათ. ეს კი, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას მეტად კომფორტულსა და მიმზიდველს გახდის.

აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს.