დღესდღეობით შინაური ცხოველების თავშესაფრიდან წამოყვანის შესაძლებლობას და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობის აღებას თავშესაფრების მფლობელები მსურველებს აძლევენ. პიტბული სახელად რუსი სწორედ თავშესაფრიდანაა. რუსი კაილა ფილონმა, 20 წლის გოგონამ იშვილა.
გოგონა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ის პირველად დაინახა მიხვდა, რომ მათ შორის რაღაც კავშირი იყო. და ის არ მისცემა თავის თავს უფლებას, რომ ძაღლი ისევ თავშესაფარში დარჩენილიყო.
თავშესაფარში ყოფნამდე ძაღლი, მოწყენილი და ხშირად ავიც იყო.
მას შემდეგ კი, რაც ის იშვილეს და მისდამი მზრუნველობა და სიყვარული გამოავლინეს ის შეიცვალა. ნახეთ, როგორ ეხუტება პატრონს ძაღლი, რომელიც ბედნიერია იმის გამო რომ თბილი და მზრუნველი ოჯახი გამოუჩნდა.