პარიზში, მამაკაცის მოდის კვირეულის ყველაზე პოპულარული შოუ, დემნა გვასალიას Vetements-ის ჩვენება გახდა.
ქართველმა არაორდინალურმა დიზაინერმა, ლილოს ბაზრის ჩანთების, გრანდიოზული ბოტასების და სხვა ქართული ელემენტების შემდეგ, მოდის კორიფეები, 90-იანი წლების ქართველების ჩაცმულობით გააგიჟა.
ახალ კოლექციაში, რომელიც მრავალფეროვანი, ფერადი და განსხვავებულია, არა მხოლოდ ადამიანის სილუეტის, არამედ სქესის გარჩევაც რთულია. სამაგიეროდ, ყველაზე ცივ ზამთარშიც კი, გაყინვის შანსი არ არსებობს.
იმისთვის რომ მოდას არ ჩამორჩეთ, ზამთარში, გარეთ გასვლისას, მთელი გარდერობი შეგიძლიათ ჩაიცვათ. გასაკუთრებით მოდურია თავსაბურავები, ყელზე ან თავზე, ასევე ბეისბოლის ქუდის ქვეშ, ნასკები “შლოპანცებზე”, ჰუდები, მაისურები მაისურებზე და ქურთუკები – ქურთუკებზე, რაც მთავარია ფერების შეუზღუდავად.
დემნას ამ კოლექციამ კრიტიკოსების აღფრთოვანება დაიმსახურა. მეტიც, Vogue-მ “მარჯიელაში” გალიანოს კაცის ხაზის დებიუტი ჩამოხსნა მთავარი გვერდიდან და მის მაგივრად Vetements-ის ეს კოლექცია დადო.