LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავს სუსტად გრძობს, საიმედო არაფერია” – ეკა ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმი ჩაერთვება

85
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.

მან ჟურნალისტებთან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და დღეს, რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა.

“მდგომარეობა არის უცვლელი, ის თავს გრძნობს სუსტად, ასეთ ხანმოკლე პერიოდში ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაუმჯობესდებოდა მდგომარეობა, თან იმის გათვალისწინებით, რომ მისი მკურნალობის პროცესში არაფერი განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა, უახლოეს დღეებში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც, ალბათ, გარკვეულწილად ამ პროცესის დარეგულირებაში დაეხმარება, ყოველ შემთხვევაში, ახლა საიმედო არაფერი არ არის.

რაც შეეხება განწყობას – მოგეხსენებათ, დღეს მისი დაბადების დღეა, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ მედპერსონალის დაწყვეტილებით, რადგან ოთახში დამხვდა ტორტი სანთლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა მიულოცეს დაბადების დღე და მიხარია, როდესაც ადამიანებს ჰყოფნით სითამამე – საკუთარი დამოკიდებულება გამოხატონ.

დღეს მიხეილ სააკაშვილი ელოდება ხალხმრავალ აქციას, რომელიც თავისი შინაარსით იქნება რეზონანსული, ამას მე გეუბნებით, რომ ეს ასე იქნება. თავისთავად ის ფაქტი, რომ დღეს მის დაბადების დღეზე საზოგადოება იკრიბება და გამოთქვამს ხმამაღალ პროტესტს მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი და საგულისხმო, დანარჩენს ვნახავთ რუსთაველის გამზირზე”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი მხარდამჭერი აქცია იმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თბილისში აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდანაც გამოემგზავრნენ