LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავს კარგად გრძნობს“ – გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანისტი საავადმყოფოდან გაეწერა

408
298390312_354138873591118_3791577691309415911_n

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანის პილოტი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დაუდასტურა.

„თავს კარგად გრძნობს, საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებული გაეწერა, რამდენიმე დღის წინ“. – განუცხადა ლევან რატიანმა „ფორტუნას“.

29 ივლისს გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანის პილოტი მრავლობითი დაზიანებებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

მისი დაზიანებები მრავლობითი იყო – მოტეხილობები, ნაფლეთი ჭრილობები და ტვინის შერყევა.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

ტრაგედიის მსხვერპლი გმირები: ცნობილია გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი პირების ვინაობა

რას ფიქრობენ პარაგლაიდინგის ფედერაციაში პარაპლანით ფრენების დროებით აკრძალვაზე: „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“

ვიდეო: ძალიან უყვარდა თავისი სამსახური, 20 წელი პროფესიას ემსახურებოდა, მოსწონდა ხალხს, რომ ეხმარებოდა – ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის მეუღლე

“ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს იყვნენ. ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა გაჩერებას” – როგორ ხსნის გუდაურის ტრაგედიას პილოტი

რა ვიცით გუდაურში მომხდარზე და რას შეცვლის ტრაგედია – დეტალები, მიზეზები და გამოსავალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები