LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ რომ რამე დაგაბრალონ, აღიარებთ? – ილია ჯიშკარიანი ჟურნალისტებს

320
BeFunky-collage

„თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ? ამ ეტაპზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ” – მიმართა ილია ჯიშკარიანმა

ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

წინასასამართლო სხდომაზე საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. ბრალდებულმა დეპუტატმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

შემდგომი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურამ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან 21-ის დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა. ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, უნდა გასცეს პასუხი ბრალდების მხარეს დაცვის მხარემ მომდევნო სხდომაზე.

ჯიშკარიანის დიაგნოზი - რის გამო მოხვდა ეჭვმიტანილი დეპუტატი საავადმყოფოში

სწორედ ამიტომ დღევანდელი სასამართლო პროცესი კლინიკაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი თანაშემწეს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე იმ თანმშრომლებთან კომუნიკაცია აეკრძალა, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

ველოდი მეორე დღეს მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა-ილია ჯიშკარიანი თამთა თოდაძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები