თავისუფლების მეტროსთან დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მეორე დაშავებული კი უკვე სახლში გაწერეს.
“2 პაციენტი შემოვიდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებით, ერთი გულმკერდის მარცხენა ნახევარში დაზიანებული იყო მარცხენა ფილტვის ენისებური სეგმენტი და ნეკნთაშუა სისხლძარღვები. პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია, მეორე პაციენტი შემოვიდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით მარცხენა მხრის არეში და ადგილობრივი ანესთეზიით ქირურგიული ჩრევა დასჭირდა,”- განაცხადა ჟურნალისტებთან ექიმმა ლაშ მაჭარაშვილმა.
შემთხვევა თავისუფლების მეტროსთან მოხდა. სამართალდამცავებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავეს.
გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.