LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფლების მეტროდან პირდაპირ „გალერეა თბილისში“ მოხვდებით (ფოტოები)

2058

„გალერეა თბილისის“ აშენების შემდეგ თავისუფლების მეტრო პირდაპირ სავაჭრო ცენტრში ავა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გარეთ გაუსვლელად მოხვდნენ შენობაში.

გალერია თბილისში ინტეგრირებული იქნება მეტროსადგური თავისუფლების მოედანი, შესაბამისად, მოსახლეობას პირდაპირ მეტროდან შეეძლება სავაჭრო ცენტრში შესვლა,” – ამის შესახებ „ფორტუნას“ „გალერეა თბილისში“ უთხრეს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეტრო შენობის შიგნით არის განთავსებული. ამ სტილის ნაგებობები სხვა ქალაქებისთვის დამახასიათებელია, თუმცა თბილისისთვის უცხოა. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული იქნება.

ფაქტობრივად, თავისუფლების მეტროს არა მარტო ექსტერიერი, არამედ ინტერიერიც სრულიად შეიცვალა. მეტროს ძველი შესასვლელის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირებია განთავსებული და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
მეტროსადგურის შესასვლელი კი ძველ შესასვლელთან შედარებით ოდნავ გვერდით არის გაკეთებული, უფრო შენობის ცენტრალური ნაწილისკენ.

ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრში კონკრეტული ბრენდები მაღაზიების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებენ.

სავაჭრო ცენტრის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება და გახსნის თარიღი მალე დაანონსდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები