LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე”- ილია მეორე

292
ილია-მეორე-1

“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს,” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მან თავისუფლებაზე დღევანდელი საეკლესიო თარიღის, მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღის გამო ისაუბრა და მას მშვიდობა და მოთმინება შესთხოვა.

“თქვენ იცით, ის თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა და შემდეგ სინანულით განიწმინდა და დაემსგავსა ანგელოზს. იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ ის ფეხით გადადიოდა მდინარეზე, როგორც დედამიწაზე. შევთხოვთ წმინდა მარიამ მეგვიპტელს, რომ მოგვცეს მშვიდობა, მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს,” –  ბრძანა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები