ავტორიტეტული გერმანული სპორტული გამოცემა Bild უკრაინას თანადგომას და სოლიდარობას, ხოლო რუსულ კომპანია “გაზპრომს” ბოიკოტს უცხადებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი სპონსორია.
გერმანული გამოცემა აღარ აპირებს უეფას პარტნიორი “გაზპრომის” ლოგოს დემონსტრირებას.
განცხადებაში წერია, რომ ნებისმიერი რეკლამა, რომელშიც კომპანია “გაზპრომის” რეკლამა გამოჩნდება, შეიცვალოს წარწერით “თავისუფლება უკრაინას”.
ეს შეეხება გელზენკირხენის “შალკესაც”, რომლებსაც მაისურზე “გაზპრომი” აწერიათ.
გამოცემის საიტზე დევს მასალა “Bild-მა ბოლო მოუღო პუტინის რეკლამას”. ფოტოზე კი ხედავთ “გაზპრომის” ლოგოს ნაცვლად სიტყვებია “თავისუფლება უკრაინას”.
“ეს აუტანელია.
ჩვენ იძულებული ვართ ტელევიზიით ვუყუროთ “გაზპრომის” რეკლამას ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის თანხლებით, სანამ პუტინის ჯარები უკრაინაში იჭრებიან.
ჩვენ ვხედავთ “შალკეს” “გაზპრომის” მაისურებში – თითქოს ეს უბრალოდ პარტნიორია და არა რუსეთის სახელისუფლებო სპონსორი.
ჩვენ უნდა ველოდოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანკტ-პეტრბურგში, “გაზპრომ არენაზე”.
ბურთი მიგორავს, რუბლიც – ახლა კი ტანკებიც მიგორავენ!
“შალკე” და უეფა ცდილობენ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან ცარიელი ახსნით და უაზრო დევიზით: “ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო პუტინის პოლიტიკასთან”.
ეს ტყუილია! რა თქმა უნდა, დიქტატორები სპორტს იყენებენ ლამაზ დეკორაციად ბინძური საქმეებისთვის.
როდესაც პუტინი მეზობელ ქვეყანაში იჭრება, ყველა საზღვარი გადასულია! ფეხბურთი ვერ მიიღებს ფულს, სანამ პუტინი ომობს.
ამიტომ:
ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში არ იქნება!
“გაზპრომის” არანაირი რეკლამა ჩემპიონთა ლიგაზე!
“არა “შალკეს” მაისურებს “გაზპრომის” წარწერით.
Bild წყვეტს პუტინის მაისურის რეკლამას! ჩვენ გადავაკრავთ ლოგოს გაზეთში და ინტერნეტში მოთხოვნით:
თავისუფლება უკრაინას!” – ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.