“თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს” – გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა.
სოციალურ ქსელში შექმნილი ღონისძიების თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთოვნით, საპროტესტო აქცია ხვალ, 6 ნოემბერს 14 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას ხვალ 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან გამართავს.