“თავისუფლება გოგონებს”-კამპანიის ფარგლებში ბიონსემ ახალი კლიპი წარადგინა. პოპ ვარსკვლავმა ვიდეორგოლი გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.
კლიპში ყურადღება გლობალურ სტატისტიკაზეა გამახვილებული, რომ გოგონები ძალადობის შედეგად მსოფლიოში ყოველ 5 წუთში იღუპებიან, რომ ყოველი მეოთხე გოგო არასრულწლოვანი ქორწინდება და ადამიანებით ვაჭრობის 71% ქალებზე მოდის.
ბიონსეს კლიპი ინტერნეტში უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.