LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფალმა დემოკრატებმა“ კამპანია “თავისუფლება ჯარისკაცებს” დაიწყეს

89

“თავისუფალმა დემოკრატებმა“ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კამპანია – ,,თავისუფლება ჯარისკაცებს” დაიწყეს. ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ჩაერთო ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში. პარტიის წევრები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციისთვის ხელმოწერებს მთელი ქალაქის მასშტაბით შეაგროვებენ.

,,თავისუფალი დემოკრატები’’ პრეზიდენტს გადაუგზავნიან ხელმოწერილ პეტიციას, რათა მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პატიმრები შეიწყალოს.

,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ,,სახალხო კამპანიას“ სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეუერთდება და ეს ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ჯარისკაცების ციხიდან დასახსნელად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება’’, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები