LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფალი ვაჭრობით 178 ქვეყანას შორის საქართველო მესამე იქნება

98

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თავისუფლების კომპონენტში, გასულ წელთან შედარებით, წინასწარი შეფასებით, საქართველო ოთხი პოზიციით გაიუმჯობესებს რეიტინგს და მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის მესამე ადგილს დაიკავებს.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქ არის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა რაოდენობრივი შეზღუდვა,  ფასის მიხედვით შეზღუდვები, მარეგულირებელი და საბაჟო შეზღუდვები და მთავრობის პირდაპირი ჩარევა.

”იმის გამო, რომ ჩვენ გვქვს ღია და ლიბერალური პოლიტიკა, ის პროდუქცია, რომელიც ჩვენ მოსახლეობას სჭირდება შემოდის დამატებითი გადასახადების გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ყველას შეგვიძლია აღნიშნული პროდუქცია შევიძინოთ დახლებზე. გარდა ამისა, მაშინ როდესაც ჩვენ გვქონდა ვალუტის დევალვაცია, თქვენ ნახეთ რომ ინფლაციური მომენტები კრიტიკულ ზღვართან ახლოს გვქონდა და სწორედ ღია სავაჭრო პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ჩვენ დევალვაციასთან ერთად არ გვქონდა ინფლაციური მომენტები, რაც საერთაშორისო-სარეტინგო ორგანიზაციამ გვიღიარა კიდეც და 178 ქვეყანას შორის მსოფლიოში მესამე ქვეყანა ვიქნებით ვაჭრობის თავისუფლებით” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები