LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავის თავზე არასდროს ფიქრობდა… სულ ნატრულობდა, ნეტავ ლუსი როგორი გაიზრდება.. გული მტკივა, რომ მის სკოლაში მისვლასაც ვერ მოესწრო“ – დედის მოგონებები შოვის ტრაგედიას შეწირულ სოფო ბაკურაძეზე

390
სოფო ბაკურაძე - შოვის ტრაგედია

შოვის ტრაგედიას შეწირული სოფო ბაკურაძის დედა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუადღე“ შვილის ხასიათის და მისი უცნობი ნიჭის – ფერწერისადმი სიყვარულს იხსენებს და ჰყვება, რა იყო ახალგაზრდა ქალის მთავარი საფიქრალი.

როგორც სოფო ბაკურაძის დედა ამბობს, მას ხატვის ნიჭი ბაბუისგან გამოჰყვა და ეს მისთვის საყვარელ საქმიანობად იქცა.

„მთელი ტყე მოდიოდა.. ვიფიქრე, ეს ჩვენი ბოლო წამია.. ყველაზე მძიმე მომენტი ჩვენს თვალწინ დაღუპული ადამიანები იყვნენ“ – შოვის სტიქიას გადარჩენილები ტრაგედიის რთულ მომენტებს იხსენებენ

10 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „სტუმრად ნოესთან“ 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიისა და ტრაგედიის შესახებ გადარჩენილები და მაშველები ისაუბრებენ.

„ძალიან პატარა იყო რომ ხატავდა. მამაჩემი იყო თვითნასწალი მხატვარი და შეიძლება მისი ნიჭი გამოჰყვა. შეეძლო 3-4 საათი დამჯდარიყო და ეხატა, ძალიან უყვარდა. 1 წელი სამხატვრო სკოლაში დადიოდა, ამის შემდეგ კი უნდოდა, რომ უნივერსიტეტში თუ არა, კოლეჯში სპეციალობას მაინც დავეუფლებიო, მაგრამ ვეღარ მოასწრო…

მესამე სეზონი იყო, რაც კოტეჯებში მუშაობდა… უნდოდა საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა, ზაფხულის პერიოდში მაინც. სეზონს დაწყება დააგვიანდა, რომ დაუძახეს სამუშაოდ, ისე გაუხარადა. აი, რა უხაროდა… რა ვიცოდით…“ – იგონებს დედა სოფოს და ამბობს, რომ პატარა შვილიშვილმა, ლუსიმ დედას გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის, რადგან იგი ამ ვითარებას გაარიდეს:

„ლუსიმ, რა თქმა უნდა, არ იცის… ამ სიტუაციას გავარიდეთ. ამ ბავშვზე ზედ იყო გადამკვდარი. ეს უფრო ცელქია, სოფო ასეთი ცელქი არ იყო. ერთი ხმამაღალი ბავშვისთვის არ უთქვამს, სულ ეფერებოდა, გეგონება ჯერ არ უნახავსო.

 

პატარა ლუსის დედის, სოფო ბაკურაძის ისტორია, რომელიც შოვის ტრაგედიამ იმსხვერპლა..

პატარა ლუსის დედის, სოფო ბაკურაძის ისტორია, რომელიც შოვის ტრაგედიამ იმსხვერპლა..

დედის მოგონებები სოფოზე და მისი უცნობი ნახატები

Posted by შუადღე • Shuadge on Thursday, 7 September 2023

 

დედას იშვიათად ახსნებს, ჩვენ უფრო გვახსენებს. თითქოს რაღაცას ხვდება, ყველას გვახსენებს, მომენატრე ბებო, ბაბუა, ბიძები. დედას ხათრიანად… თითქოს ხვდება და ვერ ამბობს“, – ამბობს ლუსის ბებია და ჰყვება, მისი შვილის ნიჭის შესახებ.

„სოფოს ლუსის ფოტო ტელეფონში ჰქონდა და იქიდან გადმოიხატა. რომ ნახულობდნენ, ეგონათ ნამდვილი ფოტოაო. ზოგს არ ეჯერა, რომ ნახატი იყო და ეს მასაც ძალიან მოსწონდა, ამბობდა, ეს ნახატი ჩემი სიამაყეაო.

თითქოს მეტს სთხოვდა თავს, თავმდაბლობით მოსდიოდა. სიამის ტყუპებივით სულ ერთად ვიყავით, თუ სადმე დადიოდა, სამუშაოდ შოვში, ერთადერთი ეგ იყო.

თავის თავზე არასდროს ნერვიულობდა, ფიქრობდა, სულ ნატრულობდა, ნეტავ ლუსი როგორი გაიზრდება… სკოლაში რომ მივა, ნეტა როგორ იქნება, შორეულ პერსპექტივაში ლუსიზე ფიქრობდა. გული მტკივა, რომ ლუსის სკოლაში მისვლასაც ვერ მოესწრო“. – იხსენებს შვილს დედა.

„სულ დაფხაჭნილი ჰქონდა ფეხები.. წინ ვეღარ მივდიოდი, გაჩერებული ვიყავი და ნელ-ნელა მიწაში ჩავდიოდი.. გასაქცევი არ გვქონდა“ – დავით ჯელაძის და პატარა მაშოს გადარჩენის ამბავი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები