LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავის მოკვლაზეც მიფიქრია“ – კეტი პერი ორლანდო ბლუმთან განშორების შესახებ

143
safe-image

სულ მალე 35 წლის კეტი პერი და 43 წლის ორლანდო ბლუმი მშობლები გახდებიან. ისინი ამ მოვლენისთვის  აქტიურად ემზადებიან, თუმცა, ქალიშვილისთვის სახელი ჯერ კიდევ არ მოუფიქრებიათ.

კეტი პერიმ CBC Radio One-ის ეთერში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც 2017 წელს მსახიობ ორლანდო ბლუმთან იყო დაშორებული.

„ეს ძალიან რთული იყო, ჩემი კარიერაც ინგრეოდა, თითქოს მიწისძვრა მოხდა, ყველაფერი ისე რთულად იყო, რომ თავის მოკვლაზეც მიფიქრია, თუმცა, მაინც დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემი თავი სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში აღმოვაჩინე“, – აცხადებს პერი.

შეგახსენებთ, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან, 2017 წელს კი მათ მცირე პაუზა აიღეს, თუმცა ერთმანეთს მალევე შეურიგდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები