მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის დასაწყისზე ისაუბრა და თქვა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „რეალში“ თამაში თუ ითამაშებდა.
“ჩემს ოჯახში ფეხბურთი ყველას უყვარს. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში ვთამაშობდი და მამამ მითხრა: “არ გინდა გუნდთან ერთად ივარჯიშო, როცა მე სამუშაოზე ვარ?
დავთანხმდი, რატომაც არა. ასე დავიწყე თამაში. ვარჯიშზე ყოველდღე დავდიოდი და იმით ვტკბებოდი, რომ გუნდის წევრი ვიყავი. მამაც კმაყოფილი იყო.
თავდაპირველად მომეჩვენა, რომ დანარჩენი ბავშვებისგან გამოვირჩეოდი. არასდროს მიფიქრია, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი და “მანჩესტერ იუნაიტედში”, “რეალსა” თუ “სპორტინგში” მოვხვდებოდი.
იმ დროს უბრალოდ თამაშით ვტკბებოდი და ჩემს ნიჭზე არ ვფიქრობდი”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal.com.