LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავიდან დღეში სექსით 4-ჯერ ვკავდებოდით, შემდეგ კი ჩვენი ინტიმური ცხოვრება ტანტრული სექსის კონსულტანტმა იხსნა“ – უილ სმიტი წყვილებს რჩევებს აძლევს

495
page

როგორც ცნობილია, რეპერმა და მსახიობმა, უილ სმიტმა ავტობიოგრაფიული წიგნი, Will გამოუშვა. ახლახან კი ვარსკვლავმა Apple TV +-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მეუღლესთან ინტიმური ურთიერთობის შესახებ ვრცლად ისაუბრა და წყვილებს გარკვეული რჩევებიც მისცა.

უილ სმიტი ავტობიოგრაფიულ წიგნს უშვებს

უილ სმიტსა და ჯადა პინკეტს  24 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, მათ 2 შვილი ჰყავთ და მიუხედავად რთული პერიოდებისა, წყვილი მაინც ბედნიერია. არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯადა უილს ღალატობდა, ეს მან პირდაპირ ეთერშიც აღიარა, თუმცა ფაქტია, ისინი ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას მაინც ახერხებენ.

უილ სმიტის მეუღლემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ქმარს უღალატა

„დასაწყისში ჩვენი ინტიმური ცხოვრება წარმოუდგენლად სრულყოფილი იყო, ჩვენ სექსით დღეში 4-ჯერ ვკავდებოდით. არ ვიცოდი, ეს შეჯიბრი იყო თუ უბრალოდ სურვილი, ფაქტობრივად ჯადას დაკმაყოფილება ჩემს იდეაფიქსად იქცა, შემდეგ დაიწყო სირთულეები. ბუნებრივია, ამდენი წლის განმავლობაში განშორების ზღვარზეც ვყოფილვართ, ჩვენი ურთიერთობა ტანტრული სექსის კონსულტანტმა იხსნა და ახლა ყველაფერი კვლავ იდეალურადა“, – აცხადებს 53 წლის სმიტი.

მსახიობი წყვილებს ეუბნება, რომ არ არსებობს დაუძლეველი პრობლემები, ყველაფერი ჩვენს გონებაშია და ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. უილი ყველას მოუწოდებს, რომ პრობლემის გაჩენისთანავე ეცადონ მის მოგვარებას და თუნდაც, მიმართონ „ტანტრა“ კონსულტანტებს, ეს ყველაფერი მათ სექსუალურ ცხოვრებას იხსნის და ახლებურად დაანახებს საკუთარ თავსა და პოტენციალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები