გორში, ევდოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები შენობაში იმყოფებოდნენ.
,,სახლში ვიყავით, როცა ჩემი სახლის კედელი ჩამოინგრა. ოჯახი გადავრჩით ფაქტობრივად. თავიდან ჭრაჭუნის ხმა გავიგეთ. მერე შეგვაზანზარა. მართლა გადავრჩით“’ – ამბობს დანგრეული სახლის მფლობელი.
სახლის მეზობლად სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. დაწყებულია გამოძიება, რომლითაც უნდა დადგინდეს, სამშენებლო პროცესმა თუ სხვა გარემოებამ გამოიწვია სახლის ნგრევა. ნგრევის მაპროვოცირებელ გარემოებად მიწისძვრაც სახელდება.
წყარო: qartli.ge