ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერდა, ქვეყანაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება და წერილს ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი “ამერიკის ხმამ” გაავრცელა, სადაც წერია, რომ საერთაშორისო პარტნიორები სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას მხარს უჭერენ.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას.
მტკიცე სიგნალი პუტინს - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული აქტი მიიღო
,,პუტინი, კარგად დაფიქრდეს, სანამ საქართველოს საქმეებში კიდევ ჩაერევა" - აშშ მორიგი მხარდაჭერა საქართველოს
მტკიცე სიგნალი პუტინს - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული აქტი მიიღო
,,პუტინი, კარგად დაფიქრდეს, სანამ საქართველოს საქმეებში კიდევ ჩაერევა" - აშშ მორიგი მხარდაჭერა საქართველოს
მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები.“
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, რასაც საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადება მოჰყვა. მაშინ ამერიკული მხარე წერდა, რომ ისინი მმართველი პარტიის დაპირებას დადებითად აფასებდნენ , რადგან მათი თქმით, ეს ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.
კანონპროექტის ჩაგდებას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.