LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავი დავანებოთ კონტროლსა და შიშს, უნდა შევიგნოთ, რომ წესების დაცვა ჯობია, ყველაზე კარგი არის თვითშეგნება – გამყრელიძე

181
Untitled design (43)

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით ბიზნეს-სფეროს წარმომადგენლებთან ბევრ შეხვედრას მართავენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრების მონაწილეებს უხსნიან, რომ ეს კონცეფცია ახალი არ არის და პანდემიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მას ყველა სახელმწიფო იყენებს.

„ბევრს უნდა და ბევრი დადებითად არის განწყობილი, მაგრამ არიან ისინი, ვინც წინააღმდეგები არიან. შესაბამისი სამსახურები – დასაქმების, შრომის უსაფრთხოების, სხვადასხვა მარეგულირებლები მათ შერჩევითად გააკონტროლებენ.

რა თქმა უნდა გაკონტროლდება, მაგრამ ეს იქნება შერჩევითი კონტროლი. მაგრამ თავი დავანებოთ კონტროლსა და შიშს, ჩვენ თვითონ უნდა შევიგნოთ, რომ წესების დაცვა ჯობია. ყველაზე კარგი არის თვითშეგნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ე.წ. მწვანე პასპორტის აღების გზები – ინსტრუქცია

შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები