ადრიანა ლიმა გარეგნობის გამო მწვავე კრიტიკას ახალი ფოტოებით პასუხობს. მოდელი ამჯერად „ჰარპერ ბაზარის“ არაბული ნომრის, დეკემბრის გამოცემის გმირი გახდა. მან რედაქციის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გულახდილი ინტერვიუც მისცა ჟურნალისტებს. მთავარი თემა ლიმას შეცვლილი გარეგნობაა, რაც დავარაუდოდ, წარუმატებელ პლასტიკური ქირურგიის შედეგია. მართალია ლიმამ ბევრჯერ ახსნა, რომ ეს არა ოპერაციის, არამედ გადაღლილობის ბრალი იყო, თუმცა, განმარტებებმა არ იმუშავა.
ამჯერად ლიმა „ჰარპერ ბაზარის“ ახალი ნომრის გარეკანზე პოზირებს და ყველა ფოტოზე შავი ფერის სამოსი აცვია: „პირველად, როცა ის ფოტოები და კომენტარები ვნახე, გავოგნდი. მინდა ვუთხრა ყველას, დამანებეთ თავი, აღარ ვარ 16 წლის და მაქვს უფლება, ვგავდე 42 წლის ქალს“ -ამბობს ლიმა.
პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, ადრიანა ლიმა წითელ ხალიჩაზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა
რა პროცედურები ჩაიტარა ადრიანა ლიმამ წითელ ხალიჩაზე გამოჩენამდე – გაეცანით ჩამონათვალს