ჯადოსნური ფერები გომბორის უღელტეხილზე – კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უამრავი მომხმარებელი აზიარებს ქართველი ფოტოგრაფის, შაკო მამუკაშვილის თვალით დანახული გომბორის უღელტეხილის კადრებს.
ფოტოგრაფის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, (Shako Mamukashvili Photographer-Videographer) გომბორზე აღნიშნული ფოტოები მაისის ბოლოსაა გადაღებული.
„გუშინ კახეთში ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა, გომბორის უღელტეხილზე ასეთი ლამაზი კადრები გადავიღე“, – წერს Shako Mamukashvili Photographer-Videographer.
ქართველი ფოტოგრაფის გადაღებულ კადრებს სოც. ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა : “ხომ არ ღადაობ, თავი არარეალურ სამყაროში მგონია; ყოჩაღ, შაკო!; მაგ ადგილიდან ულამაზესია გომბორის ხედები, მაგრამ ასეთი კადრები?? საოცრებაა; ზღაპრულია”, – წერენ ფეისბუქის მომხმარებლები.
ცნობისთვის, კახეთისკენ გომბორის უღელტეხილზე გამავალი გზა ყველაზე მოკლეა. მაქსიმალური სიმაღლე 1620 მეტრი. ციცაბო და მკვეთრი მოსახვევები, მრავალფეროვანი ბუნება და საუკეთესო ხედები ისაა, რასაც უღელტეხილი მოგზაურებს სთავაზობს.