LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავგადასავალი, ხარისხი და სილამაზე“ –  ლიზა ფიშერის რთული გზა  უკიდურესი გაჭირვებიდან მსოფლიო აღიარებამდე

290

წელს „ოქროს ტალღის“ საპატიო სტუმარი ლეგენდარული მუსიკოსი, „გრემის“ ორგზის გამარჯვებული და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ლიზა ფიშერია. ამიტომ გადაცემა „ჰიტების გალერეა“ მის შემოქმედებას უფრო ახლოს რაკურსით გაცნობთ.

ამერიკელი ვოკალისტი და კომპოზიტორი ლიზა ფიშერი ბრუკლინში დაიბადა. დიდებამდე იყო პერიოდი, როცა ფიშერი და მისი ოჯახი სოციალური დახმარებით ცხოვრობდა. იყო სირთულეებიც, როცა მომღერლის მამამ ოჯახი დატოვა, შემდეგ კი ლიზას დედა გარდაეცვალა. პროფესიული საქმიანობა ვოკალისტმა ხელოვნების სკოლიდან დაიწყო. დედა – დიასახლისი  და მამა – საწყობის მუშა და დაცვის სამსახურის წევრი, იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც შვილი სიმღერის ნიჭის გამო წაახალისეს. ცნობილია ისიც, რომ ფრედა პეინი, მარვინ გეი და მელბა მორი იყვნენ ის მუსიკოსები, რომელთა შემოქმედებამაც  ლიზა ფიშერი შთააგონა.

გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ სოლო ნამუშევრებამდე, მომღერალი შთაგონებული იყო სექსუალური უმცირესობების საზოგადოებით. თავად ფიშერი სასცენო იმიჯს სამი სიტყვით ახასიათებს – თავგადასავალი, ხარისხი და სილამაზე.

სადებიუტო ალბომი ოთხმოცდაათიანების დასაწყისში გამოჩნდა. არენბი ჩარტების ლიდერი, ლიზა ფიშერის მუსიკალური კრებული So Intense რიგით პირველია, რომლიდანაც სიმღერამ How Can I Ease The Pain რიტმ-ენდ-ბლუზის საუკეთესო ქალი ვოკალისტის  კატეგორიაში “გრემი” დაიმსახურა. მსოფლიოში აღიარებული მომღერლებიდან ლიზა ისეთი ვარსკვლავების ბექ ვოკალი იყო, როგორებიც არიან, სტინგი, ლუთერ ავანდროსი, თინა ტერნერი და როლინგ სთოუნზი.

ოთხმოციან წლებში ფსევდონიმით Xena  ფიშერმა ფრისთაილ სინგლი  On The Upside გამოუშვა. შემდეგ იყო კლუბური ტრეკიც  Only Love (Shadows), რომელიც კრიმინალ რექორდსის საუკეთესო სიმღერების ნუსხაშიც მოხვდა.

ლიზას კარიერის დასაწყისში თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან მელბა მორი და ბილი ოუშენი. მომღერალი მუშაობდა სესიბზეც და იყო დამხმარე ვოკალისტიც. მომღერალმა დახმარება გაუწია ისეთ მომღერლებს, როგორებიც არიან ლუთერ ვანდროსი, შაკა ხანი, თედი ფენდერგრასი და რობერტა ფლექი.  ფიშერი ერთ-ერთი მთავარი არტისტია ოსკაროსან დოკუმენტურ ფილმში „ოცი ნაბიჯი ვარსკვლავობამდე“. აღსანიშნავია გრემიც, რომელიც ფილმაა საუკეთესო მუსიკისთვის მოიპოვა.   ეს ჯილდო როგორც ფილმის შემქმნელებს, ასევე თავად ფილმში მონაწილე არტისტებსაც გადაეცათ.

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები