LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა პარიზში: „შარლ ებდოს“ ძველ ოფისთან ერთმა მამაკაცმა ოთხი პირი დაჭრა

110
-114604167-davidcohen1

ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ „შარლ ებდოს“ ძველ ოფისთან, დანით შეიარაღებული მამაკაცი ოთხ ადამიანს დაესხა თავს და დაჭრა.
ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. პარიზის პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა.

სატირულ ჟურნალს „შარლი ებდოს“ შეიარაღებული პირები თავს 2015 წლის 7 იანვარს დაესხნენ. თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 5 კარიკატურისტი.
აღნიშნული თავდასხმა უკავშირდებოდა ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურებს, რომლებმაც ტერორისტების გაღიზიანება გამოიწვია.

 

ისტორიული პროცესი დაიწყო: 5 წელი პარიზის ტერაქტებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები