LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა პაკისტანის სკოლებზე

90

პაკისტანის ჩრდილოეთით მებრძოლები 12 სკოლას დაესხნენ თავს.

ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სკოლებს შორის რვა ქალთა, ოთხი კი ვაჟთა სკოლაა. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებმა სკოლის შენობები გადაწვეს.

ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან თალიბანთან დაკავშირებული დაჯგუფებები დგანან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები