უკრაინაში ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოზე თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაი ავრცელებს.
მისივე ცნობით, გასულ ღამით, რუსი სამხედროების მიერ ქალაქზე შეტევის გაძლიერებისას ჭურვი ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მაშველებმა მეხუთე სართულზე იპოვეს 3 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ცხედარი.
The Kyiv Independent: რუსეთმა სტრატეგიული აეროპორტიდან ავიაცია გაიყვანა.. ვრცელდება ფოტოები
ზელენსკი: არ დავიღლებით, დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, ეს კი აუცილებლად მოხდება!
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში