ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ერაყის შს სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ხოლო მეორე სამართალდამცველების მიერ იქნა ლიკვიდირებული.
სააგენტოს ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 28 – დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.