საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძეს შორის 2023 წლის 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დაპირისპირება მოხდა. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას გია გაჩეჩილაძე საკუთარი სიძის მიერ, ვანო მერაბიშვილზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ უარყოფს და ამბობს, რომ დაპირისპირება ალბათ, ვანო მერაბიშვილმა გამოიწვია.
„გაიგებთ ყველაფერს, მე რა უნდა გითხრათ?! დაპირისპირება ალბათ, მისმა (ვანო მერაბიშვილის) პიროვნებამ გამოიწვია. თავდასხმა არ ყოფილა, ერთი-ორი პანჩური იყო ალბათ, შეიძლება. კანონის შესაბამისად იქნება ყველაფერი. თუ ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, დააკავებენ“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.