LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდამსხმელი სოფელ კირცხიდან გაიქცა – ჯერჯერობით მისი ადგილსამყოფელი უცნობია

227
თავდასხმა

თავდამსხმელმა, რომელსაც ზუგდიდში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდა მძევლები აყვანილი, მიმალვა მოახერხა. რუსთავი 2 წერს, რომ არსებული ინფორმაციით, მან პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა და კიდევ სხვა მძევლები ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა და მისი კვალი სწორედ აქ იკარგება.

რა ხდება ზუგდიდში - განახლებადი ინფორმაცია

შეიარაღებული თავდამსხმელინახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვს.

მძევლები ჯერ წალენჯიხის პოლიციაში გადაიყვანეს დაკითხვაზე, შემდეგ კი ზუგდიდში. მთელი ღამის განმავლობაში მძევლების დაკითხვა მიმდინარეობდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. თავდამსხმელმა მოგვიანებით, 500 000 დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები