LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში, თავდასხმის დროს ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

121

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ.

უწყებაში ადასტურებენ რომ, ქართველი სამხედროები ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება მოშორებით, ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა.

შეგახსენებთ,აღმოსავლეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში სამი სამხედრო მოსამსახურე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. სამივე სამხედრო ჩეხეთის მოქალაქეა.

ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისის ინფორმაციით, სამხედროებს თავს პატრულირების დროს დაესხნენ. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ამერიკელი და ავღანეთის არმიის ორი ჯარისკაციც.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები