LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრმა უმნიშვნელოვანესი საჩუქარი გაგვიკეთა.. ცოტნეს რეაბილიტაციისთვის გადადგმული თითოეულ ნაბიჯი ნამდვილი ზეიმია მთელი ოჯახისთვის – კონსტანტინე გამსახურდია

441
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (48)

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

კონსტანტინე გამსახურდია მადლობას უხდის თავდაცვის მინისტრს, რომელმაც ოჯახს მისი ძმის რეაბილიტაციისთვის საჩუქარი გაუკეთა.

ანა ჯაბაური: ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია კოლხურ კოშკში მისი დაბრუნება, მაგრამ ეს დღემდე ვერ ხერხდება, მანანა არჩვაძესთან მიმდინარეობს სასამართლო დავა

„ცოტნეს რეაბილიტაციისთვის გადადგმული თითოეულ ნაბიჯი ნამდვილი ზეიმია მთელი ოჯახისთვის.

ამჯერად, ჩვენი ოჯახის სახელით, უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო თავდაცვის მინისტრის, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ, რომელმაც იზრუნა ცოტნეს ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციისთვის და უმნიშვნელოვანესი საჩუქარი გაგვიკეთა – უზრუნველყო ცოტნე დღესდღეობით მსოფლიოში არსებული საუკეთესო ელექტრო ეტლი-ტრანსფორმერით, რომელიც რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვან ძალიან ბევრ საჭირო ფუნქციას ითავსებს.

ეს მრავალფუნქციური ეტლი მხოლოდ გერმანიაში მზადდება. უღრმესი მადლობა ბატონო ჯუანშერს, ასევე თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი დიპლომატიური უწყების ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ეტლის შეძენასა და საქართველოში გადმოგზავნაში.“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

“თქვენ არ იცით რეალურად როგორი ძმობა, სიყვარული და თავგანწირვა შეუძლიათ ერთმანეთისთვის” – რას წერს ანა ჯაბაური ძმებ გამსახურდიებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები