LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავად წავალ და ჩავჯდები ციხეში“ – „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვიდეო მიმართვა

4002
fresko

ვასილ სოფრომაძემ „ფრესკოს“ ფეისბუქგვერდზე მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

„ფრესკოს“ დამფუძნებელმა სუპერმაკეტის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მის თანამშრომლებსა და ფრესკოზე მორიგი ბულინგი ხორციელდება.

„დღეს არ არის კინკლაობის დრო. დღეს ყველა უნდა გაერთიანდეს და ერთმანეთს მხარში დაუდგეს. წლებია „ფრესკოს“ ბულინგი ხდება და თანამშრომლები ზეწოლის ქვეშ არიან. ისმის მუქარა თანამშრომლების მიმართ, მათ შორის სოციალურ ქსელში. არაერთხელ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა, მათი პასუხია, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის დარღვევა/საქმე.

რაც შეეხება ფასებს, ყველაზე დაბალი ფასებია „ფრესკოში“, არ შემოხვიდეთ, ვისაც არ მოგწონთ ფრესკო, თუ არ გინდათ, მაგრამ თავი დაანებეთ იმ გოგონებს და ბიჭებს, ვინც გემსახურებათ, თქვენი საგინებელია „ფრესკოს“ თანამშრომლები?! 3 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით ჩამოგითვლით რაზეა ყველაზე დაბალი ფასები ქვეყანაში – ბავშვის ფაფა, ჩაი, ყველი, თევზი, ყავა, პურის ფქვილი, მაკარონი, ზეთი და კიდევ ათასობით პროდუქციაზე.

დაგვტოვებს, თუ არა კორონავირუსი საჭირო პროდუქციის გარეშე – პასუხები ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

ჩათვალეთ ეს არის ღია განცხადება – ან თქვენ მოუვლით ამ პრობლემას ან იძულებული ვიქნები თვითონ მოვუარო. არც ამისი განხილვის დროა ახლა, მაგრამ ნუ იძახით, რომ ბიზნესი თავისუფალია. ბატონო მაჭავარიანო, ფინანსთა მინისტრს მივმართავ, წაიკითხეთ თქვენი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 დეკემბრის 2 0551 საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება 46 273. ამას ჰქვია უკანონო გზით ფულის ახევის მცდელობა. ვაგებ პასუხს თუ ერთი სიტყვაც არ იქნა სწორი, თავად წავალ და ჩავჯდები ციხეში. რეკეტია ეს ბატონო მაჭავარიანო და თქვენ ამ რეკეტის სათავეში დგახართ.

ბატონო გომელაურო, პასუხი მოსთხოვეთ, თორემ შუშები რომ ჩაიმტვრევა, თავს ვერ მოაბამთ ამ ყველაფერს და ნუ მაიძულებთ, ჩემი და ჩემი ხალხის ხელებით დავიცვათ ჩვენი ქონება. გონს მოეგეთ ბოლო-ბოლო“, – განაცხადა სოფრომაძემ ვიდეო მიმართვაში.

https://www.facebook.com/FrescoRetailGroup/videos/243506780011941/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები