LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

91

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ პირს, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ,  ოკუპირებული ახალგორიდან გამოსვლის უფლება მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულები თავს კარგად გრძნობენ. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მცხეთის პოლიციაში იმყოფებიან. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოფიციალური უწყებები განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებენ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები