LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება – არჩილ თალაკვაძე

123

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, განცხადებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება.

თალაკვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქის უფლება ასე უხეშად შეილახა, საქართველო წონასწორობას არ დაკარგავს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაჭრას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით შეეცდება.

ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, საერთაშორისო სამართლის ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და შექმნილ ვითარებაზე, რაც ორივე ოკუპირებულ რეგიონშია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პასუხები იქნას გაცემული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება და საკუთარი მიღწევების კონსოლიდაცია, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები