LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათული დოლიძის არაჩვეულებრივი ფოტოსესია ჟურნალ „სითისთვის“: „მსოფლიოში ყველას მიერ აღიარებულ საუკეთესო სპექტაკლში ვითამაშე…“

241
თათული დოლიძე

ჟურნალმა „სითიმ“ შესანიშნავ ქართველ მსახიობთან, ულამაზეს თათული დოლიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა და არაჩვეულებრივი ფოტოსესიაც შემოგვთავაზა, რომელიც ფოტოგრაფ დავით ჭალიძეს ეკუთვნის.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „სითის“ ინტერვიუდან.

როდესაც „კავკასიურზე” მეკითხებიან…

მეღიმება და თან მეუხერხულება მუდამ ამ სპექტაკლზე საუბარი. ისე კი, რასაკვირველია, მსიამოვნებს, რომ მსოფლიოში ყველას მიერ აღიარებულ საუკეთესო სპექტაკლში ვითამაშე და მეც შევიგრძენი ის სიამოვნება, რომელიც დიდ წარმატებას მოაქვს რასაკვირველია, რობერტ სტურუას თაოსნობით. და ამიტომ, მუდამ მადლიერი ვიქნები მისი და არა მარტო „კავკასიურის” გამო…

უკან რომ ვახვევ…

ყველაზე ხშირად თავს მახსენებს ბავშვობა, ძალიან დიდი ოჯახი, სიყვარულით, ხალისით და იუმორით სავსე. სტუმრიანი, დიდი სუფრებით, შესანიშნავი მომღერლებით და მოცეკვავეებით. ბაბუაჩემიც ძალიან კარგად ცეკვავდა და მამაც. მშობლები, და-ძმა, ბებია-ბაბუები, ბიძები, მამიდა ყველა ერთად ვცხოვრობდით. არ ვიცი, ამდენი ადამიანი ასე შეხმატკბილებულად, ლაღად ცხოვრებას როგორ ახერხებდა.

და ყველაზე მთავარი, ის სამი დღე, როცა ჩემი შვილები და შვილიშვილი მოევლინნენ ჩემს ოჯახს.

ჟანრი…

ნამდვილი შემოქმედია. ის ჩვეულებრივად ვერაფერს ხედავს და ვერაფერს აღიქვამს. საკუთარი და ყველასგან გამორჩეული ხელწერა აქვს როგორც მსახიობს, ასევე მხატვარს ან პირიქით, რადგან მისი პირველი პროფესია მაინც მხატვრობა იყო.

ვფიქრობ, ესტრადაზეც ძალიან წარმატებული იქნებოდა, რადგან სასიმღერო ხმაც გამორჩეული აქვს. ხელოვანია საუკეთესო გაგებით.

რაც შეეხება ოჯახს, ყოფითი საკითხებიდან ძალიან შორსაა, აღიზიანებს კიდეც, არც აინტერესებს. მოკლედ, საგარეო კაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები